Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 16 » შენს მკლავებს ვნებდები
9:47 AM
შენს მკლავებს ვნებდები


თვალებში ჩარჩენილ ლოდინის ნაკვალევს,
მოვალ და
უტკბილეს კოცნებით გავფანტავ..
შენ კი ჩემს სახეზე და ხელის მტევნებზე..
გულიდან წამოსულ სიყვარულს გაბანტავ.
მაცდური გრძნობებით აღსავსე სხეულით
ვეხები სამყაროს
და მინდა ამ განცდით,
რომ ბოლო მოვუღო საკუთარ ცნობიერს...
შენ მკოცნი ისე,
რომ სუნთქვასაც არ მაცდი..
ფრჩხილით ემოციას ვხატავ შენს ბეჭებზე
მიყვარხარ – ვამბობ
და..
მერე ვჩუმდები..
არ მინდა გაჩერდე, რადგანაც ჩემს ყელზე
ითვლი პულსაციას მხურვალე ტუჩებით..
სურვილით დაცვარულ ჩემს ტანსაც,
თითებით
საკუთრად ინიშნავ უხეში ვნებებით..
გონებას ვაძინებ კოცნის იავნანით
და სუნთქვაშეკრული
შენს მკლავებს ვნებდები..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 755 | დაამატა: admin | ტეგები: შენს მკლავებს ვნებდები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.