Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 10 » -შენი
7:43 PM
-შენი

გული მიყვარს შენი,

მიყვარს შენი თმებიც,

მიყვარს შენი სუნი,

რითაც ვტკბები,ვთვრები,


მიყვარს შენი წელი,

შენი სარო ტანი,

შენი ნაზი ხელი,

ტუჩზე შენი ხალი,


ეგ თითებიც მიყვარს,

წარბ-წამწამთა წყებაც,

ღამით შენზე ფიქრში

დილა დამეწყება,


დილით შენზე ფიქრში

კვლავ მოვიყვან ღამეს,

დავთვლი შენთან ყოფნის

უსასრულო წამებს,


შენი სუნთქვა მიყვარს,

მაგ ტუჩების ფერიც,

შენი ცრემლიც მიყვარს,

ყველაფერი შენი,


შენი ფიქრიც მიყვარს,

მაგ თვალების დარდიც,

შენი გრძნობა მიყვარს,

შენი ბაღის ვარდი,


შენი სული მიყვარს

ნათელია მზეთა,

შენი ლანდიც მიყვარს,

ტანი-ოქროს კვეთა,


შენი ცრემლიც მიყვარს,

შენი სუნთქვის ქარიც,

ყველაფერი მიყვარს,

რაც კი შენი არის,


ყველაფერი მიყვარს,

რაც იწყება შენით,

შენი სუნთქვა მიყვარს,

გრძნობა მიყვარს შენი

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 945 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 3.0/4
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.