1:02 AM სასიყვარულო წერილები | |
ედგარ პო – ვირჯინიას
ჩემო ძვირფასო გულო, ჩემო ძვირფასო ვირჯინია, დედა აგიხსნის, დღეს, ამ ღამით, რატომ არა ვარ შენთან. დარწმუნებული ვარ, რომ დაპირებული საუბარი ჩემთვის რაღაც არსებითად სასიკეთოდ დასრულდება, ძვირფასო, შენთვის-შენი გული აიძულე იმედი ჰქონდეს და ცოტათი ირწმუნოს კიდეც. ჩემი უკანასკნელი დიდი გულის გატეხვის შემდეგ, გაბედულებას დავკარგავდი, შენ რომ არა - ჩემო პატარავ, ჩემო საყვარელო მეუღლევ. შენა ხარ ჩემი უდიდესი და ერთადერთი წამქეზებელი, რომ ამ არამშობლიურ, დაუკმაყოფილებელ და უმადურ ცხოვრებას ვებრძოლო. ხვალ, ნაშუადღევს, შენთან ვიქნები... და ეჭვი არ შეგეპაროს, რომ სანამ შენ არ გნახავ, მეხსიერებაში სიყვარულით შევინახავ შენს უკანასკნელ სიტყვებს და შენს მგზნებარე თხოვნას. კარგად დაიძინე, ღმერთმა მშვიდობიანი ზაფხული გიბოძოს, შენ უერთგულეს ედგართან ერთად. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |