Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 8 » რომ მომენატრე დაგიწერო?
11:49 AM
რომ მომენატრე დაგიწერო?

რომ მომენატრე დაგიწერო?
და ვითომ რატომ?
რომ დავიღალე დაგიწერო?
რომ მართლა ვდარდობ?
რომ გეძებ გითხრა ,გაგიმხილო?
ნეტავ ეს რაღად?
ხომ იცი მე დღე სიხარულო
შენი დღით დამაქვს?!
შენი ღიმილით მომესალმა
პირველი ფიფქი
მერე თბილ საწოლს გაეპარა
შენს გზისკენ ფიქრი...
მერე სიხარულს მიაწება
ლოდინმა ცრემლი,
ხომ იცი აქ ვარ და შენსავით
არავის ველი?!
რომ მომენატრე გაგიმხილო?
ისევ გაგაგენდო?
თუ არ გაგიმხელ გაბრაზება
არც კი გაბედო!
რადგან შენ იცი,რა აზრი აქვს
მოვედო ალთას...
რამდენჯერ მითქვამს არ დავიწყებ
ათვლას და დათვლას...
მასწავლე უკვე არა თქმულით
არამედ თვალით
შეგრძნება,და თქმა ბედნიერი
ვიქნები ხვალით...
ვზივარ და ჩემს ფიქრს ვებუტები,
რას ვემართლები?
ცხადზე ცხადია რომ მიყვარხარ
და მენატრები!!!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1434 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2011-06-11 - 11:11 PM

vaimee es leqsi dzaan gulze momxvdaa..imitom rom zustad ase var mee :(((( ulve 1 weli da 4 tvea racc chemi sayvareli adamiani sazgvargaretaa,, :( tan 4weli daiwyo rac ertad var da aii isee cudat var rom ravii...magraam maqsimum 1 tvehsi chamodiiis...da dzaliaan bednierii vaarrr :))))) sigijemde miyvaarrs !!!!! da yochag am leqsis avtors ! :) <3

2011-03-31 - 1:55 AM

ამ საიტზე პირველდ მოვხვდი.......ძალიან მომეწონა... ეს ლექსიც მაგარია.....ეჭვი მაქვს მემგონი აქ ისევ ავბრუნდებიიიიი...........

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.