Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 15 » რავქნა თუ?
4:44 PM
რავქნა თუ?

 რა ვქნა, თუ წერა არ შემიძლია?
-არადა როგორ მინდა
დავწერო ჩემი ბიბლია,
მყავდეს მეც მუზა წმინდა…

მეც შევაქებდი კალამს,
ნაზად ვხატავდი მთვარეს,
ვაცისკროვნებდი სამყაროს,
განვაცოცხლებდი არეს.
ცას შევუთვლიდი სალამს,
ავაქროლებდი ქარებს,
მეც სევდამ დამისამაროს,
მეც აღვადგენდი მკვდარებს.
ლოცვას ვიტყოდი ვით ალამს
ჩარჭობილს ზეცის მხარეს…
დაე მეც თოვლმა დამფაროს
ნაიისფრალმა ღამეს!

არ ვიოცნებებ ხვალ მე ბევრს
მხოლოდ დღეს ვთხოვდი უფალს…
-კაცი, რომელიც ლექსს ვერ წერს
თუმც პოეზია უყვარს……
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 747 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2011-01-19 - 11:29 AM

idealuria

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.