Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 22 » რაც მოხდა, მოხდა!
6:46 PM
რაც მოხდა, მოხდა!

რაც მოხდა, მოხდა!
კარგო,
განა ჩემი ბრალია,
ნურც გამამტყუნებ,
ნურც ინაღვლებ განალაღები.
მე დავასწარი,
განაჩენი გამოვუტანე
და
დანარჩენებს შევაჩეჩე იარაღები,
რათა მრავალი მორეოდა
ტყვია,
იარა,
არეულიყო
დანაკოდი და დანასერი.
ცოდვას ვერ ვიტყვი,
უკან არვის დაუხევია
და
როგორც იქნა,

მოკვდა ნინო დარბაისელი.

არ დაინანო,
თვალი ცრემლით არ დაისველო!
განა რაც მჭირდა
ყველაფერი მისგან არ იყო?!
რად აიჩემა სიყრმითგანვე,
პოეტი ვარო,
სათქმელი მაქვსო...
რა სათქმელი, რისი სათქმელი!
მთელ წელიწადში
ერთი ლექსი ეწერებოდა,
ბალიშქვეშ მალ-მალ მოსინჯავდა
ხელისფათურით.
ბოლოს იმ ერთსაც ვეღარ წერდა,
იწყებდა სიტყვას და ყმუილზე გადადიოდა.

სულმოუთქმელად
განსაცდელში მიმაქანებდა
ვერ მოვერიე,
არ იქნა და არ მოიშალა
სხვის შესაქცევად თავის გვემა,
ცრემლი მდუღარე.
ვერ შევასმინე,
რომ არავის არ სჭირდებოდა,
დევნა-მალვაში
დავბერდი და გადავიღალე.

დე, ახლა სხვებმა იდაონ და ისაცოდაონ,
სხვებმა დააცხრონ
სიტყვა-თქმათა აურზაური,
ეძიონ ბნელში სიტყვის ფერი,
ხმაურში - ჟღერა,
უმბარ ამბარში
უებარი იცნონ სურნელი,
უსინჯონ სიტყვას
მიმოხვრა და სახეცვლილება
ზომონ და წონონ,
გინდ იწონონ, გინდა იწუნონ!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 982 | დაამატა: admin | ტეგები: მოხდა!, რაც მოხდა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2011-04-26 - 0:17 AM

ძვირფასებო!
ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა, როდესაც ,, გუგლში ბოდიალისას'' აღმოვაჩინე, რომ ჩემი ლექსი გაგხსენებიათ და დაგიდიათ თქვენს საიტზე. ერთია მხოლოდ, ლექსს დაბოლოება - ანუ მთავარი ნაწილი აკლია. იქნებ შეასწოროთ. ვდებ სრულ ვერსიას:

ნინო დარბაისელი

'მაი სფეისი''
- - - - - - - -- -

რაც მოხდა, მოხდა!
კარგო,
განა ჩემი ბრალია,
ნურც გამამტყუნებ,
ნურც ინაღვლებ განალაღები.
მე დავასწარი,
განაჩენი გამოვუტანე
და
დანარჩენებს შევაჩეჩე იარაღები,
რათა მრავალი მორეოდა
ტყვია,
იარა,
არეულიყო
დანაკოდი და დანასერი.
ცოდვას ვერ ვიტყვი,
უკან არვის დაუხევია
და
როგორც იქნა,

მოკვდა ნინო დარბაისელი.

არ დაინანო,
თვალი ცრემლით არ დაისველო!
განა რაც მჭირდა,
ყველაფერი მისგან არ იყო?!
რად აიჩემა სიყრმითგანვე,
პოეტი ვარო,
სათქმელი მაქვსო...
რა სათქმელი, რისი სათქმელი!
მთელ წელიწადში
ერთი ლექსი ეწერებოდა,
ბალიშქვეშ მალ-მალ მოსინჯავდა
ხელისფათურით.
ბოლოს იმ ერთსაც ვეღარ წერდა,
იწყებდა სიტყვას და ყმუილზე გადადიოდა.

სულმოუთქმელად
განსაცდელში მიმაქანებდა.
ვერ მოვერიე,
არ იქნა და არ მოიშალა
სხვის შესაქცევად თავის გვემა,
ცრემლი მდუღარე.
ვერ შევასმინე,
რომ არავის არ სჭირდებოდა,
დევნა-მალვაში
დავბერდი და გადავიღალე.

დე, ახლა სხვებმა იდაონ და ისაცოდაონ,
სხვებმა დააცხრონ
სიტყვა-თქმათა აურზაური,
ეძიონ ბნელში სიტყვის ფერი,
ხმაურში - ჟღერა,
უმბარ ამბარში
უებარი იცნონ სურნელი,
უსინჯონ სიტყვას
მიმოხვრა და სახეცვლილება
ზომონ და წონონ,
გინდ იწონონ, გინდა იწუნონ!

მე კი წავალ და “მაი სფეისში” დავიკარგები.
მეც მომერგება ის თარგები, ყველას სარგები.
მეგებებიან აღტაცებით ყმაწვილ-კაცები,
დაუნანებლად გულს მიშლიან ტოლი ქალები.
ვირტუალური არსებობა ნამდვილს სჯობია!
ისე მშვიდია ჩემი სივრცე,
ისე დაცული,
ამოვისუნთქე.
რა მაქვს საშიშ-საკანკალები?!
ანტივირუსით შევკარ, კარგო,
ყველა კარიბჭე,
ხოლო საეჭვოს და უცნაურს არც ვეკარები.

_ - - - - -- -

,,მაი სფეისი'' - (*My Space (ინგლ.) - ჩემი სივრცე. პოპულარული ვებ-გვერდის სახელწოდება)


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.