5:22 PM რა დავაშავე?! მე ხომ ბავშვი ვარ... | |
რა დავაშავე?! მე ხომ ბავშვი ვარ... ობოლი ბავშვი დაიარება,ნელი ნაბიჯით აუყვება ქალაქის ქუჩებს... დახეტიალობს,ნელი ნაბიჯით წინ მიიწევს... მაგრამ სად?! მას ხომ წასასვლელი არსად არ აქვს... მის თაფლისფერ თვალებში ჩანს თითქოს ნაღველი... მის თვალებში თითქოს არის რაღაც იმედი... ის ხომ ბავშვია?! ჯერაც სპეტაკი,ჯერაც უმანკო... ეჰ!ვინ მოუსპო სანატრელი ბავშვობის წუთები... ვინ დაბადა მის თვალებში სევდა,ნაღველი?! რა დააშავა ის ხომ ბავშვია?! ჯერაც სპეტაკი,ჯერაც უმანკო, დაიარება ქალაქში,მტვერში, და თან ჩამოდის ცრემლები ღვარად, ჯერაც პატარა,უსუსურია რა დააშავა ის ხომ ბავშვია?! გამვლელებიც კი არ უყურებენ გოგო-ბიჭები თან დასცინიან მისთვის ცხოვრება ჯოჯოხეთია რა დააშავა ის ხომ ბავშვია?! ობოლი ბავშვი,მისი თვალები, კვლავაც ელიან დახმარების ხელს, მაგრამ არავინ ზედ არ უყურებს რა დააშავა,ის ხომ ბავვია?! უკვე დაღამდა,არავინ მოჩანს გარეთ ქარია,თავსხმა წვიმაა ობოლი ბავშვი სუ მთლად დასველდა რა დააშავა ის ხომ ბავშვია?! დილას იპოვა ერთმა გამვლელმა ძირს დაგდებული და გაყინული საწყალი ბავშვი წვიმაში მოყვა და თან ეკეთა ზედ გულსაბნევი მისი მშობლების დანატოვარი... ზედ კი ეწერა მკრთალად წარწერა რა დავაშავე?! მე ხომ ბავშვი ვარ...
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |