5:45 PM -ნუ დაინანებთ . | |
ვიღაცამ მომიძღვნა ლამაზი ვარდები, წუთით დამავიწყა პრობლემა, დარდები, თუმცა სიყვარული იმ ვარდებს არ ახლდა, რაღაც ქალური ჩემში კვლავ განახლდა. მეჭირა ღიმილით ხასხასა ვარდები, ეკალიც მჩხვლეტდა და სურნელიც მათრობდა, სულაც არ მიყვარდა ვარდების პატრონი, მაგრამ ყურადღება სულს მაინც ათბობდა. გთხოვთ, ნუ დაინანებთ ქალისთვის ყვავილებს, თუნდაც სულ პატარა, ლურჯთვალა იას, ქალი არასოდეს ივიწყებს მამაკაცს, მისთვის ერთი ღერი ყვავილიც თუ მიაქვს... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |