Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » ნელიკო გოგუაძე - წერილები მეგობარს
7:31 PM
ნელიკო გოგუაძე - წერილები მეგობარს
წერილი პირველი
სანთლის მოლიცლიცე შუქზე გწერ წერილს, რომელსაც ალბათ არასოდეს წაიკითხავ.
ვიცი, შენც სადღაც ჩემგან შორს ფიქრებით დამძიმებული წერ წერილებს არარსებულ მეგობარს....
და ჯერ კიდევ არ იცი, რომ ეს მეგობარი მე ვარ...
არა, უფრო სწორად იცი და მაინც ჯიუტად არარსებულს მიწოდებ.
ამ ღამესავით მრუმეა ჩემი ოცნება და ნიკაპთან შეერთებული ორი ნაკადული ობოლ მაგალიტად წყდება თვალებს.
ვიხსენებ ყველაფერს და უკვე აღარაფერს...
გიხსენებ შენ და ვცდილობ მოგიხადო სახადივით....
ვერ ვახერხებ.
ჰო,
სანთლის მოლიცლიცე შუქზე გწერ წერილს, რომელსაც ალბათ არასოდეს წაიკითხავ...
დღეს აღდგომაა...
უფალი ჩემოვიდა ჩემში...
მინდა, შენც მასთან ერთად მოხვიდე.

წერილი მეორე

ისევ გწერ..
თამამად და მთრთოლვარე ხელით...
ოთახში სრული სიჩუმეა, სამარისებული..მეშინია ამ სიჩუმის და თან მიყვარს...
გარეთ მზე თვალებს ხუჭავს, თითქოს ისიც ჩემს ფიქრებს ეამინდება.
ვცდილობ წარმოვიდგინო შენი ოთახი: არეული და უწესრიგო, თამბაქოს კვამლით და ცარიელი ვისკის ბოთლებით სავსე...კედლებზე ნიღბები, მაგიდაზე ფურცლები და ფანქრები, იატაკზე სიგარეტის ცარიელი კოლოფები.
ვცდილობ წარმოგიდგინო და შენი სულის ხელისგულებში მოქცევა ვცადო.
არ გამომდის...სული თითებს შორის მიიპარება და გულამდე აღწევს....მე კი არ მინდა, გულში შემოვუშვა...მეშინია, რომ მისი კედლები ვერ გაუძლებს.
ჰო..ისევ გწერ,
რადგან უშენობით აივსო და დამძიმდა ოთახი.
წელში მოვიხარე..
ხელი შემაშველე...
მე შენ მჭირდები.

წერილი მესამე

ჩემს ოთახში ვარ...
სარკის წინ,
როგორც ცოდვილი მოძღვართან აღსარების სათქმელად.
აქ სიმშვიდეა და არ მეშინია სულის გაშიშვლების.
სიმყუდროვეა...
უშენობით ავსილი ჰაერი
და ბევრი, ძალიან ბევრი მაგნოლია.
გიყვარს მაგნოლია?
ალბათ არა.
მეცინება....საიდან გამახსენდა მაგნოლია.
სიგარეტის კვამლმა გაავსო ჩემი ოთახი.
ხარბად ვისუნთქავ,
სარკე ორად ყოფს სამყაროს...

წერილი უკანასკნელი

"ჩვენ უკვე აღარ ვართ ჩვენ,
ჩვენ - მე და შენ ვართ".
კატეგორია: ლიტერატურა ♥ | ნანახია: 1319 | დაამატა: GMaisuradze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.