Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 7 » მონატრებიდან-მონატრებამდე
11:41 AM
მონატრებიდან-მონატრებამდე

ვიცი,ოდესმე რომ გამიხსენებ,
ფოთოლცვენიდან-ფოთოლცვენამდე,
მონატრებიდან-მონატრებამდე,
დილის სხივიდან-შებინდებამდე.
ვიცი,ოდესმე რომ გამიხსენებ
თბილი თითებით...
მოფერებიდან-მოფერებამდე
და გაიფიქრებ, რომ გელოდები
ფოთოლცვენიდან-ფოთოლცვენამდე.
მე კი ვინატრებ შენს დაბრუნებას
ძველი სევდიდან-ახალ სევდამდე,
ჩემი ცრემლიდან შენს ცრემლებამდე,
დილის სხივიდან შებინდებამდე.
მოგონებებთან ერთად დავრჩებით
ერთგულებიდან-ერთგულებამდე,
ერთად ვიქნებით,თუნდაც ფიქრებით
მონატრებიდან-მონატრებამდე.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 948 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.