Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 26 » მონატრება...
2:31 PM
მონატრება...

შენი მონატრება ჩემს გულს აწერია,
როგორ მომენატრე, ცრემლიც ამდენია.
უშენო წამიც კი ჩემთვის თვეებია
დრო გადის თვალები აღარ ჩერდებიან.
წარსულს ისევ მოაქვს ჩემთვის მონატრება,
და არც შენს თვალებში არ ჩანს სინანული.
ნეტავ გრძნობდე მაინც შენ ჩემს მონატრებას.
ნეტავ გრძნობდე მაინც რა არს სიყვარული.
და თუ შენ მიხვდები ტკივილს მონატრების,
მოდი ეს ტკივილი ცოტა გამიქარვე.
იქნებ მაშინ მივხვდე რომ ცხოვრებას ააქვს,
ცოტა სიხარული, ცოტაც სილამაზე.
და თუ ამას მივხვდი მაშინ დაგპირდები,
რომ არასდროს წავალ, და არც დავიღლები.
მუდამ გჯეროდეს რომ არსად გავიქცევი
და არც მიგატოვებ შენს თავს გეფიცები.
მე შენს მონატრებას ვერსად გავექეცი,
და ვერც დავემალე შენგან მოსულ ფიქრებს.
შენ რომ გრძნობდე, ახლა როგორ მენატრები,
ალბათ მოხვიდოდი და დარჩები კიდეც.
წლებმა გაიარა და შენს მოლოდინში,
ისევ მარტოობამ ტირილს შემაჩვია.
ჩემ გულს აწერია შენი მონატრება,
გარეთ გაიხედე თოვლიც რამდენია.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1361 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.