6:13 PM -მინდა... | |
მინდა კვლავ კენჭებს ვაგროვებდე სანაპიროზე, ბავშვობაში რომ ზღვის უცნაურ ღელვას მოჰქონდა, ნიჟარებიდან კვლავ შევიგრძნო ზღვის მლაშე სუნი... იმ პატარა ბავშვს...რა ლამაზი სამყარო ჰქონდა! შიშველ წვივებზე, ზღვის ტალღები მეფერებოდნენ, ისევ მჯეროდეს იმ ზღაპრისა, ზღვამ რომ მიამბო, თვალდახუჭული დიდხანს ვიჯდე ჩამავალ მზესთან... და გაყინული მზერა ისევ...ცრემლით დამილბოს! მინდა დავრბოდე ფეხშიშველი, კენჭებს ვეძებდე, ფერად კენჭებით ავაშენო ლამაზი ქოხი... სულ წამით მინდა, იმ პატარა გოგოს ოცნება– სველ ქვიშაზე რომ შემოხაზა საზღვარი ჯოხით! მზემ ააცეკვოს ჩემს მუჭაში შუშის კენჭები... ჩამომეღვაროს სულში ისევ, ვერცხლის ძაფებად, წამით ჩასახლდეს ის ლოდინი ისევ თვალებში– და ისე კენჭები აიკინძოს სულში მძივებად... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |