10:07 PM მითხარი რამე | |
მითხარი რამე, რაც ჯერ არ გითქვამს,
რაც გრძნობას ცრემლად მომადენს თვალზე. მითხარი რამე, თორემ მომწყინდა, უსიტყვოდ ყოფნას არა აქვს ფასი. მითხარი რამე, მჯეროდეს მინდა, ვარ დედოფალი არავის მსგავსი. მითხარი რამე ლამაზი სიტყვა, ზამთარი უკვე მოგვადგა კარზე. გაზაფხულისგან რაც შეგვრჩენია თუნდაც ტყუილი მითხარი რამე, მე მხოლოდ შენი სიტყვები მინდა, არა აქვს ფასი არაფერს ხვალე. ვიღაცამ გრძნობა გაყიდა სიტყვად და მე ის სიტყვა სიზმარში ვნახე. მითხარი რამე, რაც ჯერ არ გითქვამს, ლამაზი სიტყვა მითხარი რამე... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |