Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 16 » მეცეკვე
9:49 AM
მეცეკვე

მეცეკვე,წამოდი
ნუ გხედავ სევდისგან გამომთვრალს
გვიყუროს ქუჩამ და ქვეყანამ
წამოდი მეცეკვე რა მოხდა?!
არ მინდა ვარდი და ხელმკლავი
ამბორიც არ მინდა თითებზე
წამოდი უბრალოდ მეცეკვე
მუსიკა წართმეულ სიტყვებზე.
არ ვტირი ,ეს წვიმამ დანამა
ღაწვი და გალუმპა წამწამნი
წამოდი ვიცეკვოთ...არ იცი?
-დილამდე როგორმე გასწავლი.
აღარ ღირს წუხილი იმაზე
რომ ვეღარ ვიპოვეთ აკორდი
გაჩუმდი,ნუ მეტყვი ნურაფერს
წამოდი ვიცეკვოთ,წამოდი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 821 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.