Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 17 » მენატრება ძველი სიმშვიდე...
2:34 PM
მენატრება ძველი სიმშვიდე...

აღარასოდეს აღარ შემხვდები,
ჩემი გზა ახლა აღარ არსებობს,
შენ არ მოხვიდე ჩემს სამყოფელთან,
გულზე ყვავილი არ დამასვენო...
ვიცი, მარტო ვარ...
ვიცი, მარტო ვარ
აქაც და იქაც მარტო ვიქნები...
ოო, იმ მიწაზე არ დადნებიან,
არ გაქრებიან თოვლის ფიფქები.
როდემდე უნდა ვიყო მ ა რ თ ა ლ ი
და საკუთარი ფერფლით ვთბებოდე?
დავივიწყებდი, ალბათ, ყველაფერს,
ვინმე გზაზე რომ მეგულებოდეს.
ო, როგორ მტკივა სულიც, სხეულიც
და მენატრება ძველი სიმშვიდე...
ვხეტიალობდე ნაწვიმარ ველზე
და თმას ნოემბრის ქარი მიშლიდეს...
ან მივყვებოდე ნაცნობ ქვაფენილს,
ან სადმე ვინმე მელოდებოდეს,
თუ მეტირება, - არ ვიცინოდე,
სიმწრით კი არა, ლხენით ვმღეროდე...
აღარაფერი აღარ იქნება!...
ის, რაც მინდოდა, აღარ არსებობს!...
შენ არ მოხვიდე...
შ ე ნ არ მოხვიდე, -
გულზე ყვავილი არ დამასვენო...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 802 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.