Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 8 » მე სილამაზის მონა გავხდი
12:01 PM
მე სილამაზის მონა გავხდი

მე სილამაზის მონა გავხდი შენი ნახვისას
თუმცა მეგონა შენი თვალები ვერ მაცდუნებდა,
მე რა ვიცოდი შენი თვალები ზეცად შობილნი
ულევ სიყვარულს,ბედნიერებას თუ მაჩუქებდა.

როდესაც გნახე მაშინვე მივხვდი,რომ ჩემი გული
შენი ღიმილით უბრძოლველად დაიმორჩილე,
მიუწვდომელი და უკარება,ამაყი სული
ერთი შეხედვით და გაღიმებით დაიძმობილე.

შენი თვალების,თმების,ტუჩების ერთობლიობა
ქმნიან ამ ქვეყნად ულამაზეს უზადო სახეს,
შენი ნახვისას ასე მგონია ზეციდან მესმის
ანგელოზები იმეორებენ ჩუმად შენს სახელს.

გასაოცარი სულაც არ არის რომ შემიყვარდი
და ამ სიყვარულს მე რომ დავარქვი სახელი წმინდა,
ერთი სურვილი მე დამრჩენია ამ ცხოვრებისგან
როგორც მიყვარხარ,ისე გიყვარდე,ძალიან მინდა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 693 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.