Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 8 » მე შენს სულში...
3:47 PM
მე შენს სულში...

მე შენს სულში გავიარე წმინდა ნაბიჯით
და ხელთ მეპყრა კელაპტარი ნარინჯისფერი
და დამსდევდა სიზმარი ლურჯი ბალიშით
უკვდავება, უკარება ზღვისფერი

და სიმწრისგან ამიგია გონება,
სადაც გნახავ, იმ გზას თან სდევს ცერბერი
მე შენს გულში მივატოვე მონობა,
და კალამი კვლავ გამიხდა ბებერი

სადაც გნახე იყავ ჯვარზე გაკრული
ისე შორით, ვერ გაწვდენდი ხელებს
ჩემი ბედი დროის ალტზე დაკრული
შენ გუბე ხარ, მე კი _ მყრალი ღელე

ტყის ფერია შენი შუბლის ტოტები
და უღრანი მაგ თვალების ღერძი
ყოველ ღამე, დღე, სიმწრისგან ვლოთდები,
მე ვარ მკვდარი პოეზიის თერძი.

აქ ღრუბლები ბატკნებივით ეწყვნენ ცაზე
და კვლავ ძოვდნენ ამ ქალაქის მტვერს
ვერ გიცანი დედოფალო ხმაზე,
ვერ ვიცანი ეგ გვირგვინი დღეს

წვიმს და ისევ ზღვაზე სძინავთ შუქურებს
მიილია ეს ღვინობის თვეც
მე მივტირი გაზაფხულის ჩუქურთმებ
და მზით გამთბარ მონაფერებ ხელს

სამუდამო საძინებელს ველოდი
და ფოთლებით ანატირებ ტყეს,
მე ქვესკნელში კელაპტრებით ჩავრბოდი
არ მეგონა და იქ დამხვდი შენ. . .
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 931 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.