Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 16 » "მე მომწონს..."
6:57 PM
"მე მომწონს..."

მე მომწონს ის, რომ თქვენ არ გიყვარვართ,
არც მე მიყვარხართ და ესეც მხიბლავს,
და არ არსებობს გრძნობა, რომელიც
ფეხქვეშ გაგვაცლის ორივეს მიწას.
მომწონს, ხუმრობა რომ შემიძლია,
თბილი სიტყვებით არ გეფერებით,
და არ ვწითლდები თუკი შემთხვევით
შემეხებიან თქვენი ხელები.
მომწონს, როდესაც გინდათ მაჩვენოთ
როგორ ჩაიკრავთ ვიღაცას გულში,
და არ გაღელვებთ, თუკი გაიგეთ,
რომ გამოვუტყდი სხვას სიყვარულში.
ღამით, ძილის წინ არ გენატრებით,
არ გეღვიძებათ ჩემზე ფიქრებით,
არცერთ ტაძარში არ დავდებთ ფიცს, რომ
მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით.
მადლობას გიხდით რომ არსებობთ და
ისე გიყვარვართ, თვითონ არ იცით
გმადლობთ ხანმოკლე შეხვედრებისთვის,
გმადლობთ ყოველი მშვიდი ღამისთვის.
იმისთვის, მზე რომ ერთად არ გვათბობს,
ღამით ვერ ვხედავთ მთვარის ავსებას,
რა მოხდებოდა გყვარებოდით და
მეც მხოლოდ თქვენთვის რომ მეარსება ..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 786 | დაამატა: admin | ტეგები: მე მომწონს... | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.