2:57 PM მე გეკითხები: ეგ შენი ყელი | |
* * * მე გეკითხები: ეგ შენი ყელი სადაფი არის, თუა ბაკარა? შენ კი მპასუხობ გულგახეთქილი: - ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!... მე გეუბნები: შენი თვალები მწველია ისე, ვით მზე თაკარა. შეშინებული შენ იმეორებ: - ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!... მე ვნატრობ: მინდა ვიყო ის სიო, მაგ თმათა რხევამ რომ გააქარა. შენ ნერვიულად ისევ ჩურჩულებ: - ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!... და ასე გადის მთელი ცხოვრება. მე შენზე გულში წყენა მაქ არრა. შენ მეკითხები: შევხვდებით კიდევ? - იმ ქვეყნად? ალბათ... ოღონდ აქ... არა! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |