7:21 PM -მე გჩუქნი თვალებს.. | |
მე გჩუქნი თვალებს.. მე გჩუქნი ჩემ თბილ,თაფლისფერ თვალებს, დღეს სულერთია ჩემთვის, ვინა ხარ, მე თვალებს გჩუქნი,ეს იმას ნიშნავს, რომ თვალს გაახელ და დამინახავ. რადგან ვხედავდი მთელი ქვეყანა მუდმივად კვალში მედგა მუქარით, მე თვალებს გჩუქნი, ნუ გიხარია, შეჩვენებაა ეს საჩუქარი. თვალებში მთელი სამყარო მოჩანს და ის გეყოფა ფიქრად და დარდად, გქონდეს თვალები და ამ თვალებით ყველას ხედავდე, იმ ერთის გარდა. მე გჩუქნი კეთილ,ნაღვლიან თვალებს, ვით იის ანდა ენძელის კონას, შენ ჯერ ვერ ხედავ, რომ ამ თვალთაგან უკანასკნელი ცრემლები ჟონავს. დიდი და უხვი სინათლის ნაცვლად დამრჩა ორი ბნელი ფუღურო, ნუ გიხარია,შენ ამ თვალებით ხვალ მთელ ქვეყანას უნდა უყურო. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |