Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 10 » ქურდი ბიჭის ამბავი...! *** Thief boy story
10:09 AM
ქურდი ბიჭის ამბავი...! *** Thief boy story


ის დაიბადა ავბედით ღამეს
და არ იცოდა მან სიტყვა გრძნობა,
მან არ იცოდა,არც სიყვარული,
არც სიხარული და თანაგრძნობა.

იგი ასეთად ქუჩამ აქცია
ის გაიზარდა უნდობელთ შორის,
ის ტრიალებდა მუდამ იმ წრეში
ვინც არ იცოდა რაიმე გრძნობის.

მან რაც იცოდა,ქუჩამ ასწავლა
ძარცვაც,მკვლელობაც და ხალხის ჩაგვრაც,
მან არ იცოდა სიცოცხლის ფასი
და სხვის სიცოცხლეს ატანდა ნაგავს.

მას სდევდა მუდამ უბედურება
მან არ იცოდა რაა სიცილი,
სადაც ის იყო,თან სდევდა მუდამ
უბედურება,სისხლი,სიკვდილი.

თავის სიცოცხლეც არად უღირდა
მისი შეჩერება იყო ამაო,
ვიდრე ერთხელაც "საქმეზე" გასულს
გზად არ შემოხვდა წმინდა მამაო.


მისმა სიტყვებმა "ფული მომეცი"
ადგილს მიაყინა წმინდა მოძღვარი,
აუკანკალდა მარჯვენა ხელი
სადაც ეპყრა მას საღვთო ლოცვანი.

ფული არა მაქვს შვილო არა მე
თავადაც ხედავ შენ თვითონ ამას,
მშვიდად გამიშვი,ნურას შემამთხვევ
არ დაგივიწყებს უფალი ამაგს.

მე არ ვიციო ვინ არს უფალი
და ამის შემდეგ დაუშვა სასხლეტს,
წიგნი დავარდა,გადაიშალა
მან თვალი მოჰკრა მოციქულთ საქმენს.

იარაღის ხმა შესცვალა ჭექამ
და დააწვიმდა ფურცლებზე ლოცვანს,
მოღრუბლულიყო ზეცა ავბედად
და დასტიროდა დაღუპულ მოძღვარს.

წვიმამ ცოტა რომ გამოაფხიზლა
ის დაიხარა წიგნი აიღო,
მან ერთი-ორი სტრიქონიდანაც
უფლის შესახებ ბევრი გაიგო.


საღვთო წერილი მას მოუთხრობდა
როგორ სწირავდნენ ღვთის ხალხი თავს,
ამდენი ტანჯვა-წამებითაც კი
კვლავ აკეთებდნენ ისინი კარგს.

მან გაიხსენა,ფულის გულისთვის
როგორ მოუკლა ხალხს სიხარული,
თავის ცხოვრების განმავლობაში
პირველად იგრძნო მან სინანული.

გარდაცვლილ მღვდელთან მუხლთ დაიჩოქა
ცოდვის პატიება სთხოვა ვედრებით,
ამდენ ბოროტებას გულმა ვერ გაუძლო
და თვალებს მოაწყდა ვეება ცრემლებით.

ამის შემდეგ კი ჩახმახს გამოჰკრა
და დაესვენა ზედ გულზედ მოძღვარს,
მან ბოროტება მოინანია
და არ გაუშვა ხელები ლოცვანს.

მაგრამ შეცდომა მაინც დაუშვა
არ აწყენს არვის ამისი ცოდნა,
თვითმკვლელობაზე უსაშინლესი
არსად არსებობს ქვეყანად ცოდვა.


მას ყველა ცოდვა მიეტევება
და დაისჯება თვითნებობისთვის,
ის დაადგება ჯოჯოხეთის გზას
უსაშინლესი თვითმკვლელობისთვის.

ჩვენ კი წყალობა გვქონდეს უფლისა
ვგონებ ეს მართლა სუყველას უნდა,
და დაიხსომეთ კეთილო ხალხო
სამოთხეს დამსახურება უნდა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1120 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-01-14 - 8:53 PM

umagresi leqsia dz momewona

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.