5:54 PM ქალო, სირცხვილია | |
ქალო, სირცხვილია,
შინ შედი… ჰაერი ურცხვად გეხება და გლოკავს…. ქალო, ეგ ღიმილი, ჯოკონდასნაირი, ვიღაცას ქუჩაში მოკლავს. ნიავი გიწეწავს ფაფუკი თმის ღერებს, ვნებამორეული გსინჯავს…. ქალო, სირცხვილია, ყელს როგორ იღერებს მაგ სავსე გულ-მკერდში ჭინკა… როგორ გსვამს ეშმაკი ურქო და უკუდო ბადაგით პირსავსე ფინჯანს… ქალო სირცხვილია, დახარე ქუთუთო, შიშველი თვალები გიჩანს! ნანი ჯაში | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |