Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 17 » კმარა ცრემლები...!
2:39 PM
კმარა ცრემლები...!

კმარა,ცრემლები ნუღა გერევა,
წუხილი ნუღა გიდგას თვალებში.
ხუმრობა იყო ის მოფერება,
გართობა იყო მისი ალერსი.
ახოვანი და კოხტა ვაჟები,
საქართველოში ცოტა როდია!
შავი თვალებით და ულვაშებით
მათ ბევრის გული დაუკოდიათ.
დიდებაზე და სახელზე ფიქრით
გადმოხვეწილა იგი შორიდან.
სახელს და ხიფათს დაეძებს იგი
და აბა შენთან რას იპოვიდა?
თუმცა წავიდა,დაგტოვა ბოლოს-
შენ ერთს გფიცავდა მთელ ქვეყანაზე.
ის აფასებდა შენს ალერსს მხოლოდ,
მაგრამ შენს ცრემლებს ვერ დააფასებს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1082 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2011-04-20 - 6:29 PM

dzaan magari leqsiaa .....au kidev dade raa tu gaqvs daceriliii.....

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.