Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 16 » კარნავალი
9:46 AM
კარნავალი

"დღეს კარნავალზე მივდივარ"
თქვა ჩემმა სულმა და ჩაიცვა ჩემი სხეული...
სხეული მყიფე,
უკვე მწიფე,
და ალაგ-ალაგ შემოხეული...
არაუშავდა ისე სხეულს,
ზუსტად მოერგო ის დაღლილ სულს,
ნატანჯს და ეულს..

ხალხი შეგროვდა კარნავალზე
ძალიან ბევრი,
თავს იყრის თურმე აქ სულყველა
ერი და ბერი...

ყველას აცვია შესაფერი თავის კოსტუმი...
ზოგს ანგელოზის, ზოგს ეშმაკის..
ვისაც რა ართობს...
სიამოვნებას სვავენ სასმელად
ის ყველას ათრობს...
მერე მგზნებარედ ეფიცებიან ერთურთს სიყვარულს...
და ხალხს გრძნობა უცებ გაათბობს,

ბრბოში ტრიალებს ჩემი სულიც,
სხეულს ისწორებს ამაყად ტანზე,
და როცა ვინმე კომპლიმენტს ეტყვის,
წარმოდგენა ექმნება თავზე..

"ხო, ეს ის არის... "
გაიფიქრა სულმა და იქვე
ანგელოზის ტყავში მჯდარ ეშმაკს
ჩაუკრა თვალი...
რა იცოდა უტვინო სულმა
სად შეყო თავი?!
მერეღა მეხვდა, რომ ნიღაბი
სულსაც ჰქონია...
რომ ყველაფერი ტყილია რაც მას ჰგონია...

ვენაგახსნილი ტირის სხეული:
"შეხედეთ ხალხნო, სულმა რა მიყო...?!"
და ამ კარნავალს ერქვა სიცოცხლე,
და დასასრული სიკვდილი იყო...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 780 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.