Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 6 » იქნებ მაპატიოს ღმერთმა
8:40 PM
იქნებ მაპატიოს ღმერთმა

გადაუღებლად წვიმს, ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის  
ჩემს განშორებას.   
არ მეგონა   თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა.
ვერ ვხვდებოდი რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი.  
რა მეგონა თუ ჩვენს შეხვედრას  
ასეთი დასასრული ექნებოდა!
მეგონა დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები!  
თურმე ვცდებოდი, ყველაფერი უფრო  
ადრე დამთავრდა.  
ახლა უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, ღმერთს ვთხოვ, დამიბრუნოს შენი თავი და ლამაზი თვალები. მაგრამ ვაი, რომ წარსული არასოდეს არ ბრუნდება უკან!
ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს წუთებს და ახლა ვხვდები, რომ ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით, ბედნიერი და ამაყი.
ჩემმა სიამაყემ დამაკარგვინა შენი თავი!
ნეტავ თუ ვიქნებით ოდესმე ერთად.  
ნეტავ თუ ვიქნები ოდესმე ბედნიერი?!  
იქნებ მაპატიოს ღმერთმა ჩემი მოჩვენებითი გულგრილობა, ზედმეტი სიამაყე და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა...
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1210 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.