5:02 PM ჰოი, კუზიანო დედამიწავ.......... | |
ჰოი, კუზიანო დედამიწავ, ჰბრუნავ და გვაბრუნებ ყველას. ჰოი, კუზიანო დედამიწავ, მე შენგან მოველი შველას. ჰოი, კუზიანო დედამიწავ, ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო, არაგველების მოზარე ვარ, სათხოვარს უნდა ჩაგეტირო. ოღონდ ნუ იქნება: მთიულეთი _ ნამთიულარი, ხევსურეთი _ ნახევსურალი, ფხოვი _ ნაფხოვარი, ხევი _ ნახევარი... კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის _ ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს, იტრიალე! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |