Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » გივი ალხაზიშვილი - ჭა
7:19 PM
გივი ალხაზიშვილი - ჭა
გუშინ ქუთაისში უნდა ვყოფილიყავი და ვერ წავედი. სამაგიეროდ მთელი ღამე, სიზმარში ქუთაისში ვიყავი. ხან ჟანა მუჯირი მესიზმრებოდა, ხან ზეიკო, მგნონი ჟვანია, გვარი კარგად არ მახსოვს, კონწოლს ქვემოთ ცხოვრობდა და შესანიშნავი ჭა ჰქონდა. იქიდან მოგვქომდა წყალი მე და დედაჩემს დიდი ხნის წინათ. სულ ის ჭა მედგა თვალწინ და იმ წყალს ვისხურებდი სახეზე ჭიდან რომ ამომქონდა, თან მასპინძლის მერიდებოდა, ანუ მამამისის, ფანჯრიდან რომ შემომყურებდა, როგორც წინათ, როცა ცოცხალი იყო. ადამიანები იქვე რჩებიან, სადაც მათ ინტენსიურად ვხედავდით დაგვამახსოვრდებოდა ბავშვებს, მაგრამ ცოცხალი რომ არ იყო სიზმარშიაც ვიცოდი და ცოცხლად რომ ვხედავდი სიზმარშივე მიკვირდა. გავიფიქრე კიდეც მივდგომოდი ზეიკოს, მაგრამ მაშინდელი რიდი გაბატონდა ჩემზე და ახლოსაც ვერ მივეკარე.
ჭა თავისთავად ცის თვალივით ჩანდა და ლივლივებდა, ზეიკოს თავისმოურიდებლად აჩენდა და უბირი, გამოუცდელი ბიჭი მოუსვენრად ვწრიალებდი. ერთი ვედროს შესავსებაად სამჯერ ჩავუშვი სათლი ჭაში და მაინც ვერ ავავსე თუნუქის ჭურჭელი, ახლა რომ ვფიქრობ ამის მიზეზი ჩემი ზედმეტი მორიდება თუ კომპლექსი იყო რაც მაშინდელი დროიდან გამომყვა, თუმცა ისეთი მოეცხვი აღარ ვიყავი და ზეიკოსაც მივუდექი ეზოში, ბუჩქებთან მამამისის თვალწინ, რომელიც ზედაც არ გვიყურებდა, რადგან დიდი ხმის მკვდარი იყო. სამაგიეროდ მე ვიყავი ცოცხალი მაგრამ ქუთაისში წარმოსახვით ვიმყოფებოდი და დისტანცია დროდადრო თავს მახსენებდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეწყვიელე ცდილობდა ზუსტად მოერგო ის, რაც მასში ისედაც მოძრაობდა აქტიურად. Uშემკრთალს გამომეღვიძა პირველი რამაც გამიელვა თავში, სრულიად ბუნებრივად ჩანდა: ნეტა ცოცხალია ზეიკო. ნახევარი საუკუნეა არ მინახავს და ვინ იცის, ამასობაში იქნებ დაგვემშვიდობა კიდეც?! ამ ალბათობამ – ცოცხალია თუ არა ზეიკო გვარიანად შემაცბუნა, რადგან სრულიად შესაძლებელი გახლდათ ზეიკოსაც იგივე ეფიქრა ჩემზე თუ ცოცხალია და ვახსენდები.
ამ სიზმრის მოყოლა ალბათ არ ღირდა, რადგან ზედმეტად ჩავუღრმავდი წარსულს, როცა ახლადწამოჩიტულს სერიოზულად აღმაგზნებდა ზეიკო და თავგზას მიბნევდა. Gამოხდა ხანი და უკვე მთლიანად მეკუთნოდა ზეიკოს ჭა და რამდენსაც მინდოდა იმდენს ვხაპავდი.
დილით, გამოღვიძებისთაანავე გადავხუსხე ასი გრამი არაყი და გზა დამეკარგა, აღარ ვიცოდი კიდევ დამელია თუ შემეწყვიტა ყლურწვა, რაც კარგს არაფერს მიქადდა და ალკოჰოლის ტყვეობიდან გამოსვლაზე წინასწარულად ვფიქროდი, რაც ხელს მიშლიდა ბუნებრივ თრობასა და გამოფხიზლებაში. იყო რაღაც ჩემში სადო-მაზოხისტური და სურვილის ასრულებისას, ამავე სურვილის უარსაყოფად ვირჯებოდი. აქედან გამოსავლის ძებნა სრულიად ბუნებრივია და მე დავუბრუნდი ჭას და ხელახლა ჩავუშვი სათლი.. რას ერჩით სათლს, მშვენირი სიტყვაა და ზუსტად თუ არა, მინიშნებით მაინც გამოხატავს სათქმელს, აუ იმას რომ.. თუმცა არ ღირს განამრტება და დაზუსტება, რადგან დაზუსტებაში თითქმის არაფერია, გარდა იმისა, რაც თქვენც გაიფიქრეთ
კატეგორია: ლიტერატურა ♥ | ნანახია: 830 | დაამატა: GMaisuradze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.