Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 6 » ღამით ქუჩაში დავეხეტები
6:01 PM
ღამით ქუჩაში დავეხეტები

ღამით ქუჩაში დავეხეტები
მეძახის ვიღაც, არ ვიცი რისთვის,
დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით,
ვეძებ რაღაცას, არ ვიცი ვისთვის...
მეძახის, მესმის ჩუმი ჰანგები,
სველი თვალებით მივყვები ბილიკს,
გაოცებული მივიცქერი იქით
არსებობს რაღაც? ვიღაცა რისთვის?
მე არ მოვსულვარ ვიღაცა რისთვის
მე არ მასვენებს ფიქრები მისი,
დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით
ვეძებ რაღაცას, არ ვიცი რისთვის...
მინდოდა მეთქვა, რაც არ მითქვია
ცხოვრებამ უცებ წამლეკა იქით,
არ ვიცი რისთვის მოვედი ქვეყნად,
არ ვიცი რისთვის მივყავარ იქით.
დაუსრულებლად მსურდა სიცოცხლე
თურმე ხანმოკლე აღმოჩნდა მისთვის,
დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით არ ვიცი საით,
გაუჩერებლივ მივყვები ბილიკს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 677 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.