Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 10 » ღამე წერტილამდე დამიზეპირებს
4:36 PM
ღამე წერტილამდე დამიზეპირებს

დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ტკივილს,
რომ მარტის ფანქრით შემისწორო ფერი იების...
რტოებს მოვატეხ ბაღის კართან ნაღვლიან ტირიფს
და ციდან ავხვეტ ნაფეხურებს სერაფიმების.

დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ფიქრებს,
რომ სხეულებში სხვაზე მეტად იყოს სულობა.
ზამთრის ნებართვით მოვიძიებ ერთნაირ ფიფქებს,
იმდენს,რომ ქალაქს დაეტყობა გაზაფხულობა.

დილით მოგიტან გადაკეცილ ბინდისფერ თვალებს,
დილით მოგიტან კონტურების წითელ ნაპირებს,
ოღონდ ამჯერად ნუ მომიკლავ ამ უშნო მთვარეს,
ამჯერად ღამე წერტილამდე დამიზეპირებს..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 824 | დაამატა: admin | ტეგები: ღამე, დამიზეპირებს, წერტილამდე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.