Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 8 » გარდავიცვალე ჩემს ლექსებში ეპოქის მსგავსად
9:32 PM
გარდავიცვალე ჩემს ლექსებში ეპოქის მსგავსად

იცი ყველაზე მეტად რისი მეშინია?
ლოდინის,განცდის...
დღეს აპრილებმა სული დამბანეს
სამყაროს გავსცდი...
განკითხვის დღე აქვთ იასამანებს.

ვბოდავ,სიმშვიდეს ვცოდავ...
სიჩუმეს არღვევს რიგალეტო,
პათოსმა შიში ამხილა ოდნავ..
შენ უნდა დამახრჩო სიგარეტო.

ბროწეულისგან ნაკოცნებს...
სიზმარში დახატული ნაცნობი ელეგია,
გუშინ წყევლა დალოცეს....
დანამულ მინდორზე მონატრების ენერგია.

ჩამესმა ვედრება...
ხმა ჩაიკმინდეს სოფლის თავში მდგარმა ბებრებმა.

დაწერე,
დაწერე,
დაწერე,
გარდავიცვალე ჩემს ლექსებში
ეპოქის მსგავსად...
პალატა ცისფერი...ექიმი იესო მისინჯავს ცოდვებს,
გამწერეს...
ასეთი სიბრალული არ ყოფილა არსად.

მადლობა...
სდუმს ახალგაზრდობა...იციან
სიმართლე სად რომლის ღობეზეა,
ტერენტო,ნიკოლოზ,ტიციან
თქვენსავით უნდა დავტოვო პოეზია.
ნიკა კვესელავა

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 813 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2011-12-18 - 5:24 PM

wow! kargia

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.