6:51 PM ევამ უთხრა ადამს | |
ევამ უთხრა ადამს უჩემოდ იქნებოდი უფრო ძლიერი ან უფრო ლაღი
თქვი რა გაგიხდა ის ერთი ნეკნი ნუთუ ესოდენ დიდი მსხვერპლია, ხომ გავურბოდით ერთად ქარიშხალს დღეს რატომ მესვრი სიტყვას ეკლიანს მარტოობაში შვეებას ხომ გვრიდი, ხომ გიქარვებდი ფიქრებს სევდიანს ერთად სიცოცხლე, ერთად სიკვდილი უფლის განგებით ჩვენი ბედია, და არც არასდროს და არც არასდროს მე უშენობა არ მინატრია, ამგვარი ფიქრიც კი უდიდესი მკრეხელობაა და ღალატია. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |