Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 18 » ეს მე კი არა ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს.
10:47 AM
ეს მე კი არა ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს.

ეს მე კი არა ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს. ასე მგონია ასეთი სიყვარული
არავის შეუძლია. გავიღვიძებ მიყვარხარ, დავიძინებ მიყვარხარ, როცა კარგად
ხარ მიყვარხარ და თუ ავად ხარ უფრო მიყვარხარ, მე სიყვარულზე დიდი
სიყვარული მიბოძა ღმერთმა. შენგან მივდივარ, თვალს მოგაშორებ მენატრები,
როცა გიყურებ უფრო მენატრები. მონატრებაზე უფრო მონატრებამ სამუდამოდ
შენამდე მაქცია. ჩემი სიყვარული დედამიჭაზე დაიბადა და გაიზარდა, იგი არა
მარტო ცნობიერების, არამედ ყოფიერების შვილიცაა. როცა ჯერ კიდევ
ახლანდებურად ბავშვს ვეფერები, შენ გეფერები. როცა შინ თითის წვერებზე
დავდივარ, შორეულ ბინაში შენს ძილს ვუფრთხილდები. მადლობაზე დიდი მადლობაა
ჩემთვის შენი სიცოცხლე, რომ ხარ ესაა მთავარი. მე დაგელოდები, სიცოცხლის
ბოლომდე დაგელოდები, სიცოცხლის იქითაც თუ შეიძლება ლოდინი იქითაც
დაგელოდები. ხო მართლა ასე მგონია ეს მე კი არა ღმერთს უყვარხარ ჩემში
გადმოსულს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1397 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.