Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 14 » ეს ჩემი ქუჩა დაცარიელდა
11:35 PM
ეს ჩემი ქუჩა დაცარიელდა

ეს ჩემი ქუჩა დაცარიელდა,
რაც შენ აქ არ ხარ,რაც შენ წახვედი,
მიყვარდა ჩვენი სიცილი ერთად,
არ მითქვამს მაგრამ,ყოველთვის ვიცი...

პატარა სახლში არც მიკვირს როგორ,
დაგროვდა შენზე ამდენი ფიქრი.
და მე ეს ქუჩა შენს გამო მიყვარს,
შენთვის არ მითქვამს,მაგრამ მე ვიცი...

მიყვარს ეს სახლი,პატარა სახლი,
გავიზარდე და უეცრად მივხვდი,
მე მზრდის ,მზიანი სახლის სინათლე,
არავის უთქვამს,უბრალოდ ვიცი...

მე აქ დავრჩები...მართლა დავრჩები!
მე წლები შემცვლის და შენ ეს იცი...
შენს გამო მიყვარს ეს ძველი ქუჩა...
არასდროს მითქვამს,ყოველთვის ვიცი...

დრო კი მთავრდება,მუდამ მთავრდება,
და შენ როგორ ხარ?...რავინ იცის...
ალბათ ანათებს მზე,იქ, სადაც ხარ,
არავის უთქვამს,მაგრამ მე ვიცი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 879 | დაამატა: admin | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.