Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 8 » ერეკლე დეისაძე
9:25 PM
ერეკლე დეისაძე
გადამცდა ყელში სათითაოდ ყველა ხმოვანი.
უინტერესო ამინდია. სიჩუმე მესმის,
ვით მონაზონის გარდერობი ერთფეროვანი.
გრძელი ჩრდილები კორპუსების, გზაზე წვებიან
ვუყურებ ქუჩას, როგორც ძველი კალენდრის ფურცლებს,
დაახლოებით ისე, როგორც აკვირდებიან,
ახლადგათხოვილ ქალბატონის ფეხმძიმე მუცელს.
გამოჩნდა ქარი. დაბნეული გონზე მოეგო.
ვივიწყებ დაღლას და სურვილებს ცაში ვამიწებ.


სევდა სხეულის ყველა უჯრედს ისე მოერგო,
რომ ალბათ მალე სიგარეტის წევას დავიწყებ.
შენი არ ვიცი, მეგობარო! ყველას ვეცლები
ჩემი ოთახი ემსგავსება ნესტიან საკანს.
სიბნელე დიდხანს დამეძებდა ხელის ცეცებით,
მე ბავშვობაში დემონები მირწევდნენ აკვანს.
როგორც ძილის დროს გადამძვრალი თბილი საბანი
შეუმჩნეველი დამრჩა სული (პირჯვარს თხოულობს),
ღმერთმა ხალებად დამაწერა ზურგზე ანბანი,
ჩემი საწოლის თეთრ ზეწარზე ხშირად პოულობს
დედა, უცნაურ ლაქებს, თუმცა არაფერს ამბობს.
ალაგებს ოთახს. მისთვის თითქმის უცხოა შვება,
ხოლო ანბანი ზურგის კალკით გადაყვანილი,
ძველ აივანზე, ცვარშეუმშრალ ხავსივით შრება...


ჩვენ აქ საქვეყნოდ დაგვცინებენ. თუ კი არ ვიტყვით.
სიტყვებს, რომლებსაც უწოდებენ სხვები მართებულს.
ურთულესია ყოველ დილით იშვა ახლიდან,
როცა სამშობლოს ეზიზღები – დაავადებულს.
როცა ფხიზელი ესალმები უსულო ნივთებს,
მთქნარებაამტყდარ გაზაფხულში, დღეებს ნისლიანს,
ბედთან თამაში ხულიგანი ბავშვივით მითრევს.
როცა ფსალმუნებს მიკითხავდა დედა სიცხიანს,
მე დემონები მიზიდავდნენ, რომელთა შემდგომ,
გალობასავით გვიქადაგეს ამ მიწის ჭამა,
სად ერთმანეთის სისხლში უკვე ამოვისვარეთ,
და ჩავისვარეთ არაერთგზის ! ძვირფასო მამა!
- შენი ნასწავლი სადღეგრძელო მე დღესაც

მახსოვს,
თქვენი ბინძური წარსულიდან, ლუდით ნათლობა,
სულაც არ მიკვირს, როცა ჩემში უყურებთ მასონს
და ვერბალური ჯვარცმისთვისაც, დიდი მადლობა !
რადგანაც ჩემში ჯვრებით ებრძვით თავისუფლებას,
მაშასადამე ებრძვით თქვენთვის წამებულ ქრისტეს.
ნებისმიერი თქვენთაგანი მიჩვეულია,
ჩაიხადოს და ნებისმიერ სისტემას მისცეს.
იმ იმედით რომ წლების შემდეგ, თქვენს ბინძურ გვამებს,
ძველ პანთეონში დამარხავენ, ჩემო და-ძმებო,
და მომავალი თაობებიც არ დაგივიწყებთ.
თქვენ ჩვენი დროის, არშემდგარო უნიტაზებო!!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1592 | დაამატა: admin | რეიტინგი: 2.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.