5:43 PM ეგ წვიმა ხომ ჩემი თბილი ცრემლებია | |
მაპატიე თუ გატკინე ჩემით გული, არსებობამ ჩემმა გზა თუ აგიბნია, მაპატიე გადადგმული ნაბიჯები ნაკვალევმა იარა რომ გაგიჩინა. მაპატიე უდიდესი სიყვარული, დაივიწყე ის რაც უკვე წარსულია, ისევ მოვა წვიმა შენი გაზაფხულის, ეგ წვიმა ხომ ჩემი თბილი ცრემლებია. მაპატიე სულის აფორიაქება, ღმერთმა შენი გაბრაზება მაპატია, ჩამეხუტე და მითხარი ყურში ჩუმად: "დავივიწყოთ, გაპატიე, წარსულია" | |
|
სულ კომენტარები: 0 | |