Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 7 » დაღამება სევდას მიქსოვს
1:37 PM
დაღამება სევდას მიქსოვს

დაღამება სევდას მიქსოვს,
გული რითი გავართო,
დავჯდები და დავწერ ბარათს,
ისევ უმისამართოდ.

ჩემი ლექსი თვით მოგძებნის,
ვერსად დაემალები,
მისამართად ეგულება
შენი გიშრის თვალები.

მას რად უნდა ქუჩის სწავლა,
შენი სახლის ჩვენება,
ვით მერცხალი თავის ბუდეს,
მოვა, მოგეფერება.

გახსნი ბარათს, წაიკითხავ,
წარსულს დაუბრუნდები,
მაგრამ ისევ გონს მოგიყვანს
სინამდვილის ხუნდები.

რა მწარეა მოგონება
დღეთა გარდასულისა,
რა ძნელია დაოკება
ვნებააშლილ სულისა...

და როცა ქალს ვნება ახრჩობს,
გული რითი გაართოს,
ჟინიანად დახევს ბარათს,
მაგრამ... უმისამართოს.

დაეძებ და ვერ იპოვე,
გაგიცრუვდა მიზანი,
მე კი გულის გასართობად
კიდევ გამოგიგზავნი

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 759 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.