Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 23 » ჩვენი სიყვარული მუდმივია!...
2:05 PM
ჩვენი სიყვარული მუდმივია!...

რადგან დამტოვე, სთქვი ჰქონდა-თქო დანაშაული
და მეც ვიცრუებ რომ დავკარგე ტრფობის უნარი.
სთვი კოჭლია და კოჭლობით ქუჩას ჩავივლი,
რომ ყველასათვის დარჩე მარად გაუმტყუნარი.
ძვირფასო, შენი ორგულობის გასამართლებლად
მევე მომანდე შეგინება ჩემივ კაცობის.
გაგეცლები და გრძნობაც გულში დასამარდება
სატრფო კი არა არ გერქმევა ჩემი ნაცნობიც,
არ წამოსცდება ბაგეს ჩემსას შენი სახელი,
გადვიკარგები და სიცოცხლეს შხამით ამივსებ.
ვეღარასოდეს ვერ მიხვდება ჩვენი მნახველი
შენი არსება რომ ოდესღაც გავითავისე.
ჩემივე მიმართ სული ჩემი ზიზღით ივსება,
ვინც შენ შეგძულდა ჩემს სიყვარულს ვერ ეღირსება...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 762 | დაამატა: admin | ტეგები: ჩვენი სიყვარული მუდმივია!... | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.