Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » ბუნდოვანი გიორგი - ბებიას მეტრო
7:10 PM
ბუნდოვანი გიორგი - ბებიას მეტრო
ეს ქალაქი ამოუცნობი მოვლენაა. ამ ქალაქში ყველაფერი უცნაურია და ყვალაფერი თავდაყირაა, ანუ ყირამალა... ადამიანებიც, მცენარეებიც, ფრინველებიც, შენობებიცა და მოკლედ მთელი ინდუსტრია. მე ამ ქალაქში გავჩნდი, აქ გავიზარდე, თუმცა ჩემი ცხოვრებაც, ქალაქის ცხოვრების მსგავსად თავდაყირა წარიმართა. აქ, რაც მიწის ზემოდაა, იგივეა მიწის ქვეშ. აქ თუ იქ, ქვემოთ, სულერთია. ჰო, რაღაც თითქოს საინტერესო უნდა მეთქვა, არ დამავიწყდეს ნეტა... მიწის ქვეშ მხოლოდ მიცვალებულები როდი მეფობენ, ჩვენც, ცოცხლები ყოველდღე მიწის ქვეშ ჩავდივართ, იქ მივიწევთ, ვერ ვისვენებთ, ვერ ვეტევით მიწის ზემოთ და იმიტომ! სივრცე არ გვყოფნის თუ შეუცნობადი ქვესკნელეულის ლტოლვა, არ ვიცი. არა და სულ ვფოქრობ ერთ საკითხზე ვინც პირველად მსოფლიოიში ეს უცნაური, იდუმალი მეტრო გამოიგონა ნეტა რა ედო თავში? რის მიმართ ლტოლვა ან რისი შეცნობის სურვილი?
მე მყავდა ბებო, პატარა, წელში მოღუნული, კეთილი და სათნო. მისი ასაკის ამ ყირამალა ქალაქში ქვაც არ დაგორავდა მაშინ. ბებომ ასი წელი იცხოვრა, მაგრამ მხოლოდ მიწის ზემოდ. მიწის ქვეშ კი თავისი უკანასკნელი სდაცხედრით ჩაეშვა, თანაც ისე, რომ არც კი გვკითხა, უნდოდა მიწის ქვეშ ჩასვლა სამუდამოდ კი...
ბებო არასოდეს მჯდარა მეტროში, არასოდეს! ერთხელაც კი არ გასჩენია სურვილი და სულ იმას მეუბნებოდა „ რა ჯანდაბა მინდა მაგ მიწის ქვეშო? როცა წამიყვანს მიქელგაბრიელი, აი მაშინ ვნახავ მაგ თქვენს ეშმაკისეულ მეტრსო!.." (მეტროს გამოთქმა უჭირდა). მე კი სულ იმას ჩავჩიჩინებდი „ბებო, რას მეუბნები, ქალაქელი ქალი ხარ, აგერ საუკუნეს მიუკაკუნებ მალე და ერთხელ მაინც არ უნდა ნახო რა საოცრება შეჰქმნა კაცობრიობამ მეტროს სახით? თავი არსად გამოგეყოფა სირცხვილით..." ბებო კი ქოქოლას მომაყრიდა და ჯუჯღუნებდა„წადი დამეკარგე! ე, სულ მასეთი ეშმაკი გამომგონებლების ბრალია, რომ პენსიას მიგვიანებენ, რომ შვილები ვერ მყავს დასაქნებულიო..." არა და, მე დღემდე ვერ მივმხვდარვარ, რა კავშირში იყო ერთმანეთთან მეტრო , პენსია და შვილების დაუსაქმებლობა? სინამდვილეში კი ბებოს მაშინ უკვე სკლეროზი ქონდა შეპარული. არც პენსიას უგვიანებდა ფოსტალიონი ჟუჟუნა და შვილებიც ყველა დასაქნებული ჰყავდა. მაგრამ ბებოს ასე ეჩვენებოდა, ასე სწამდა და ვერაფრით გადაარწმუნებდა კაცი!
მეტრო... მეტრო... ბებოსი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ზუსტად მეტროში ვაკოცე ჩემს პიტრველ შეყვარებილს, მეტროში ვნახე პირველად თვითმკვლელობა, თუ როგორ ჩაუხტა ხანდაზმული ქალი მოახლოებულ მატარებელს, მეტროში ვიხილე პირველი მათხოვრები და გავიღე პირველი წყალობა. ასევე ერთერთი პირველი ლექსიც მეტროში დავწერე. განა ვიფიქრებდი მაშინ იმაზე, რომ ეს ქვემძრომი და ქვემძრომთა ტრანსპორტი ამდენ საიდუმლოს იტევდა? გვირაბების უსასრულო და დაკლაკნილი ქსელი ჩემი აზროვნების ჩამოყალიბებასთან ერთად ყალიბდებოდა და რომ იმ უცნობი ქალის ხმა, რომელიც სადგურებს აცხადებდა, ჩემი ცხოვრების ვირტუალურ თანამგზავრად იქცეოდა.
მე ბევრი ქვეუნის მეტროში ვმჯდარვარ. სექსიც კი მინახია მეტროში, სხვა რამეზე რომ აღარაფერი ვთქვა... ბევრი ულამაზესი მეტროს სადგური მინახავს, მიზეუმების დარი; მაგრამ მშობლიურ, ჩვენებურ, უსახო, უღიმღამო და უგემოვნო მეტროს ვერცერთი შეედრება! ჩვენს მეტროში სულ სხვაგვარი სუნი და სრულიად განსხვავებული გოთიკაა, ღრმა, ბნელი და წითელი კომუნისტური სოცინდუსტრიით გაჟღენთილი. ჩემია აქ ყველა კუთხეკუნჭული; ესკალატორის ყველა საფეხურიც ჩემია და უსაქმურთა მიერ წარწერებით აჭრელებული კედლებიც, რომლებზეც უნიჭოდ დახატული გენიტალიები ჭარბობს. ჩემს მეტროში განსაკუთრებით ნამყენი ვირთაგვები დალასლასებენ ლიანდაგებს შორის და რაღაც, ენითაუწერელი, ფანტასტიური იდუმალება და სიმშვიდე სუფევს! ამას სიტყვებით ვერც გადმოვცემ...
ჩემი ბებო ბედნიერი ქალი ყოფილა, არც უნახია თვალით მეტრო და ამიტომ არც აწვალებდა ამის ყველაფრის გადმოცემის სურვილი...
და როცა ბებო აღესრულა, ას წელს მიტანებული, ხელით გავატარეთ მისი ციდა, ბუმბულივით მუბუქი სასახლე. სულ ოთხ ადამიანს გვესვენა მხრებზე. ხოდა ასე ჩავატარეთ მთელს უბანში ბებოს ცხედარი, შმდეგ გავედით პროსპექტზე და მეტროს სადურთან დავასვენეთ ხუთი წუთით. ეს მამამ მოითხოვა, მამაჩემმა, ანუ ბებოს უფროსმა ვაჟმა „დედაჩემს ისე ვმარხავო, მეტროში არასოდეს მჯდარაო..." წარმოსთქვა ხმამაღლა საჯაროდ, თვალებზე ცრემლმორეულმა და მეტროს, ჩემთვის ნაცნობი თანამშრომლებიც ნელნელა გამოიშალნენ ბებოსთან გამოსათხოვებლად...
მე ამ წუთშიც მეტროში ვზივარ და აქ ვასრულებ ამ ჩემს უცნაურ მონათხრობს...
კატეგორია: ლიტერატურა ♥ | ნანახია: 1032 | დაამატა: GMaisuradze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.