Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 30 » აღარ მეშინია! (2)
10:02 PM
აღარ მეშინია! (2)

ხელახლა დავიბადე, თითქოს მეორედ შთამბერეს სული... გული დაცარიელდა, დაიცალა ყველანაირი გრძნობებისაგან... სიმსუბუქე ვიგრძენი, საოცრად და საუკეთესოდ ვიგრძენი თავი. იცით რამდენი მეგობარი გავიჩინე? თანაც ჩემთვის სიცოცხლეს რომ გაწირავენ ისეთები...
ცხოვრების ამ ნაწილზე რომ ვფიქრობ, გული სიხარულით მევსება. მინდა რომ ვიყვირო... ახალი სკოლა, ახალი ბავშვები და სწორედ აქედან იწყება ჩემი თავდავიწყება...
შევამჩნიე რომ აქ სულ სხვანაირი ბავშვები არიან. უფრო თბილები და გულკეთილები. შევეჩვიე, შევისისხლხორცე და გავითავისე. შევიძინე მეგობრები რომლებმაც დამანახეს ჩემი თავის ფასი და მომცეს სიცოცხლის სტიმული. მათ მაპოვნინეს საკუთარი ,,მე'' ამ სამყაროში... აქ მე მექცევიან როგორც გამორჩეულს და განსაკუთრებულს... მაქ ახალი ფიქრები, ჩანაფიქრები და გატაცებები. ისინი ჩემები არიან და მუდამ ჩემთან იქნებიან... ჩემები... ჩემიანები... ჩემნაირები... და უცებ შევწყვიტე ფიქრი... რაღაცას მივხვდი ძალიან მნიშვნელოვანს...
მთელი ამდენი ხანი წარსული თან მდევდა, თავს მახსენებდა და პარაზიტივით ცდილობდა ჩემს ცხოვრებაში შემოღწევას... ყველა ჩემს ძველ ნაცნობთან ურთიერთობა მაღიზიანებდა, ნერვებს მაწყვეტდა... ღირდა კი ასე ცხობრება?
არა გთხოვთ, არ მისცეთ უფლება ეს ყველაფერი გააცამტვეროს... როგორმე უნდა ჩამოვიშორო გზიდან ეს წყეული წარსული!!! ჰმმ...ეს ხომ ასე ადვილია? უბრალოდ მას კარი უნდა დავუხურო და სამუდამოდ წავშალო ეს კადრი ჩემი ცხოვრებიდან...
ამას როგორ მოვახერხებ ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ამას აუცილებლად შევძლებ!!!
თუ მარტო ვერ მოვახერხებ , მიზნის მიღწევაში მეგობრები დამეხმარებიან, რადგან აღარ ვარ მარტო და მეც აღარ ვარ ის გაუბედავი, გულჩაკეტილი გოგონა და მე თამამად ვამბობ: ,, მე შენ არ მოგცემ ჩემი განადგურების უფლებას წარსულო, არ მეშინია შენი!!!''
მზის სხივები მომელამუნა სხეზე და ღიმილი გადამეფინა...ახალი დღე დაიწყო მაგრამ... უკვე წარსულის გარეშე ... უბრალოდ მომავლის მოლოდინით და უჩვეულო თავგადასავლების მოლოდინში....
კატეგორია: ექსკლუზივი♥ | ნანახია: 1257 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.