Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 30 » აღარ მეშინია! (1)
9:45 PM
აღარ მეშინია! (1)

ჩუმი ღამეა...ახლა ფანჯარაში ვიყურები და ვფიქრობ. ალბათ გავათენებ ,მაგრამ არ მანაღვლებს. რატომღაც მომინდა ჩემი ცხოვრებისათვის თვალი გადამევლო... მეხსიერებაში უამრავი მოგონება წამსვე ამოტივტივდა და მეც მთვარის შუქზე მათი კითხვა დავიწყე...
ალბათ პირველ რიგში ჩემს ცხოვრებას ორ ეტეპად დავყოფ. ჰმმმ.... პირევლი ეტაპი... წამსვე ტკივილი და ჩხვლეტა ვიგრძენი გულში... სკოლაში საუკეთესოდ ვსწავლობდი, ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული და თავისი გარეგნობით დაკომპლექსებული. მეგობრების მხრივაც არასდროს მქონდა სახარბიელო მდგომარეობა, ბევრი მღალატობდა და გულს მტკენდა. ამის გამო ვბოროტდებოდი , საშინელი ხასიათი ჩამომიყალიბდა. ცოცხალ მკვდარს დავემსგავსე. თუმცა...ყველაფრის მიუხედავად მქონდა ოცნებები, მიზნები, აზრები, განცდები რომელიც ჩემში უფრო და უფრო გროვდებოდა და არ ვიცოდი როდის ამოხეთქავდა. ხო ყველაზე მეტად შეყვარებული მინდოდა... ახლა მეცინება მაგრამ მაშინ ტირილით ღამეებს ვათენებდი. ამ ხანებში,პარალელურ კლასში ჩემი ბიძაშვილი გადმოვიდა და მე ეს ძალიან გამიხარდა. მე-7-ე კლასში ვიყავი მგონი... ჩემმა პარალელურმა კლასმა ინტერესი აღძრა ჩემში. გავათვიცნობიერე რომ სამყარო მხოლოდ ჩემი კლასის გარშემო არ ტრიალებდა თურმე სხვებიც არსებობდნენ... ამ დროს კიდევ ტკივილი ვიგრძენი გულში... მივხვდი თუ რა ჩაკეტილი და მარტოსული ვიყავი მაშინ... ამ კლასის ბევრი ,,თვალიერების" შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ერთი ბიჭი მომწომდა. მისი ყურადღების მისაქცევად რას არ ვაკეთებდი, ჭკუიდან გადავდიოდი როცა ჩემი მცდელობის მიუხედავად, გულგრილად ამარიდებდა თვალს და ჩამივლიდა გვერძე...,ჩემი კლასელები კი უკვე ჭორაობდნენ, რომ მე ვიღაც მომწომდა. სიტუაცია ჩემთვის გამოუვალი იყო... თან ამას ისიც დაემატა, რომ გავიგე ,, ჩემს პრინცს" სხვა გოგო უყვარდა...,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ,,გავჭედე''. ამ ჭიდილში ორი წელი გავიდა... რაღაც შეიცვალა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა. იქნება გარშემომყოფები, კლასელები,ნაცნობები? არაა!!!... აბა მე??? ალბათ... ეხლა რომ ვიხსენებ როგორ განსხვაბდება ძველი ,,მე'' და ახალი ,,მე''ვერც კი შევადარებ.
გაზაფხული მთავრდებოდა გამოცდების შესახებ რომ გავიგე... სწორედ აქედან იწყება ჩემი ცხოვრების შავთეთრი მონაკვეთი... შემიყვარდა სხვა, რომელსაც რატომღაც პირველი სიყვარული დავარქვი და მეგონა ცხოვრების ახალ საფეხურზე გადავედი, მეგონა ეს სიყვარული სამუდამო იქნებოდა, მეგონა სულ მის გვერდით ვიქნებოდი... მეგონა... მეგონა... კიდევ ბევრი რამე მეგონა, მაგრამ სწორედ ამ დროს როდესაც ცხოვრება მიხაროდა, თავს განსაკუთრებულად ვგრძნობდი და მომავლის გეგმებს ვაგებდი გონებაში, ცხოვრებამ ვარდისფერი სათვალე მომხსნა თვალებიდან... ვერც კი წარმოიდგენთ თუ როგორ მიჭირდა რეალური ცხოვრების აღქმა... რამის სიკვდილის პირას მიმიყვანა... თურმე ჩემს გრძნობებზე თამაში, ჩემი გამოყენება, ჩემი ნდობის ფეხქვეშ გათელვა და ჩემი დასამარება შესაძლებელი ყოფილა...მე კი მთელი ქვეყანა ფეხქვეშ გავუგე... სიკვდილი მინდოდა რადგან მცხვენოდა და მტკიოდა... მტკიოდა მწვავედ...
მაგრამ გადავლახე ტკივილი და დაიწყო ჩემი ცხოვრების მეორე ეტაპი...

კატეგორია: ექსკლუზივი♥ | ნანახია: 1469 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 4.9/8
სულ კომენტარები: 6
2012-02-01 - 2:09 PM

(heart) (angel) MooMwooNss

2011-07-29 - 5:57 PM

dzalian momewonaaa.am chanaxatma chemi cxovreba gamaxsena.

2011-05-07 - 0:38 AM

vaimeE me Dzaan Momewonaa MEeC vWer chanaxAteebs daaa aMismagvaRebiaa..! DADee kidEEv Axlebi ra :*** (((

2011-05-01 - 5:40 PM

angel heart

2011-05-01 - 2:16 PM

sevdian games me magondebi , da mogoneba maxsenebs sitbos .. mashin rodesac giaxlovdebi .. me tvit upaltan miiwev titqo s..

2011-05-01 - 1:56 PM

magaria :*:*

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.