Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 9 » აღარ დავწერ...
10:13 PM
აღარ დავწერ...
აღარ ვიოცნებებ...აღარ დავწერ მითებს შენამდე,მელოდონ დღეებმა...

მგზავრივით რომელსაც იმედიც არ დარჩა,

აღარ ვიპაექრებ სიცოცხლესთან....რწმენას ამოვიგლეჯ გულიდან,ნუ იცინი..

სიგიჟეც ნიჭია,

დროც მოკვდება გეფიცები...ოცდამეერთე დავუთვალე თავზე ჭაღარა,

მარტო სიზმრები გადარჩა,

სიზმრები რომელიც ფანჯარასთან მოპარულმა საზიზღარმა მზემ წამართვა...

დიდოსტატივით შეგნებულად მკლავს მომიჭრიან.

აღარ გავიცინებ შეშლილივით....სევდას შეშურდება....ეშმაკსაც წაუღია ემოცია,

კი ბატონო,

გაცრეცილ ხელებში შემომაკვდა ოქტომბერი...დაავადებულა,

სულმთლად ყვითელია,

სულში შევირჩინე ცოდვები...ნებისყოფაც გამეხიზნა უთავბოლოდ,ის სამყაროც არ წამართვა უფალო,

სიკვდილის შემდეგ რომ უნდა ვიბატონო,

ეშმაკსაც წაუღია ის ბილიკები მოგონების...მე და შენ,მე და შენ

ვინ იცის ოცნებები რამდენი გვითელია.

რას ვეძებდი დამავიწყდა...წვიმასთან მყვარებია ხეტიალი,

გრძნობის ჯიბრზე,

მიამიტია ეპოქიდან სუყველა წამი....ვითვლი შეცდომებს..აღარ გავაღებ იმედების მძიმე დარაბას,

უმისამართოდ გავეჩხირე სამყაროს ღერძზე...შემდეგი მე ვარ გოლგოთაზე ცოდვილთა რიგზე,

არა აღარ დავწერ.... მაგრამ ეს ლექსი? ეს ლექსი...კარგი ჯანდაბას.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 835 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.