1:44 AM ************** | |
რეჟისორი თვით ვიყავ, ასე მსურდა ფინალი, მსგავსად ჰეროსტრატესი, მეც ხომ დავწვი ტაძარი... ხომ გახსოვართ ქეიფში, ფეხბურთში მორკინალი, ხოდა! ფაფუ! გათავდა! ფერფლი ვარ და ნაცარი! მორჩა ლექსი, თვითონაც სანთელივით მივქრები... სული თითქოს დაჭრილი, მოფარფატე გედია... ისევ შენსკენ მიხმობენ ეს სნეული ფიქრები, კომედია დასრულდა?... დასრულდა ტრაგედია! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |