6:30 PM ზღვისფერი თვალები | |
ზღვისფერი თვალების ცისფერი ათინათი მე შენში ცისარტყელა შვიდფერი დავლანდე, ჩამოდი ზეციდან დაეშვი,დადაბლდი, იცი რა კარგია ცხოვრება მიწაზე? ოცნების ხვეულებში ლაღად მოფარფატე ცისფერ ანგელოზთა ფრთები დაგფარფატებს, უცისფრეს ღრუბელთან ნებივრად ჩაკრული ნუთუ ოცნებებით აღარ დაიღალე? ცისფერი თვალების საამო ჟღურტული, მე შენში სამოთხის ჭიშკარი დავლანდე, აღარ გამოფხიზლდე,იყავი მასეთ, სიცოცხლის ბოლომდე ოცნება გფარავდეს! ნანა ფოცხვერაშვილი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |