Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 4 » უკან არ მოიხედო! -1-
11:20 PM
უკან არ მოიხედო! -1-
გამარჯობათ, მე ნეა მქვია. მეგობრები უბრალოდ ნეაკოს ან ნეკოს მეძახიან. მაქვს გრძელი და სწორი ქერა თმა, თაფლისფერი თვალები. სკოლაში 5 წლისამ შევედი. ახლა ვარ 14 წლის, მოგეჩვენებათ და იტყვით, რომ პატარა ვარ.  შეიძლება სხვისი გადმოსახედიდან ასეც არის, მაგრამ დამიჯერეთ - ძალიან ბევრი ტკივილი და სიხარული გამოვიარე ამ სულ რაღაც 14 წლის განმავლობაში. 
რადგან ეს საიტი სიყვარულზეა, მეც იმ დროიდან დავიწყებ წერას, საიდანაც პირველად მეწვია სიყვარული.

საზამთრო არდადეგებამდე სულ რაღაც 2 დღე რჩებოდა. გახარებულები დავრბოდით მე და ანი (კლასელი) სკოლის ყველა სართულებზე, საახალწლოდ კლასი უკვე მოწყობილი გვქონდა. 
თუ სწორად მახსოვს, 5-ე გაკვეთილი მთავრდებოდა და ნანატრი ზარიც დაირეკა. დასვენებაზე სკოლის დერეფანში გავედი. როკი, ჩემი ახლო მეგობარი და კლასელი, ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდა. შევხედე, სიმპატიური იყო: მაღალი, შავი მოგრძო თმებით, ნაზი ღიმილით და ტანზე ზუსტად ეტყობოდა რომ სპორტით იყო დაკავებული. როკიმ გადმომძახა:
- გოგო, მივდივარ მე, ვარჯიში მაქვს და 'არა' არ ჩააწერინო მასწავლებელს.
- ნება იბოძეთ, ბატონო როკი და თვითონვე უთხარით! 
წავეჯიუტე მე, უცნობს გაეცინა. 
იმ წამსვე ანი გამოვიდა და მითხრა:
- ნე, წამო მეორეზე ჩამყევი.
- როდის არ მოგყვებოდი რო?
გავიღიმე და უყოყმანოდ გავყევი, რადგან იმ ბიჭის გვერდით უნდა გამევლო. თმები შევისწორე. კიბეებზე ჩასვლისას უცნობმა შემომხედა, ლამაზი მზერა ჰქონდა, მაგრამ მე ვითომც არაფერი კეკლუცურად ჩავირბინე დარჩენილი საფეხურები. თავს ისე ვიჩვენებდი, თითქოს არაფერი მომხდარა. გულში კი სულ სხვა რაღაც მიტრიალებდა, ის რაღაც რაც ადრე არასოდეს მეგრძნო და რადგან სხვა დროს მსგავსი არ დამმართნია, არ მივაქციე ყურადღება ამ "გრძნობას".
ბოლო, ანუ 6-ე გაკვეთილი, რუსული გვქონდა.
ყველა თავთავის ადგილს მიუჯდა. უცებ როკიმ შემოაღო კარები და ჩემთან მოვარდა, მისი ბეჭედი მე გამომყოლია. ისეთი დაბნეული ვიყავი სულ დამავიწყდა.
- ჰეი ქერავ, ბეჭედი!
- რამდენჯერ გითხრა ეგრე ნუ მეძახი-თქო! ჰა, წაიღე.
- ენა!
- აუ, მოიცა მოიცა..
- დროზე რა გინდა მითხარი, მეჩქარება.
- იმ ტიპს რა ჰქვია? - ჩუმად ვთქვი, რომ არავის გაეგო.
- გევასა დაო? - სპეციალურად, ყველას გასაგონად როკიმ ხმამაღლა დაიყვირა.  გიგა ჰქვია, ლეკიშვილი!
- ვინმემ გკითხა მისი სახელი? - ჩავიცინე ცინიკურად. - წადი სადაც მიდიოდი.
- წადი შორს წადი-ი-ი.. იქნებ სუ-უ-ლაც გადა-ა-ა-მავიწყდ-ე-ე! 
და ცეკვა სიმღერით გავიდა კლასიდან. ფანჯარაში ვიყურებოდი, როცა გიგა და როკი სტადიონის გზას მიუყვებოდნენ. როკიმ დამინახა. თითით იმ ფანჯარაზე მიუთითა საიდანაც ვიჭვრიტინებოდი. გიგამ ამომხედა. შევკრთი და დავიმალე, ვითომც არაფერი. სახლში წასვლისას მასზე ვფიქრობდი, მაგრამ ამავდროულად თავს ვიტყუებდი, თითქოს არაფერი ხდებოდა. შინ როდესაც მივედი, ჩემ ოთახში შევვარდი და Three Days Grace ჩავრთე. რადგან სასწავლი არაფერი იყო დავწექი და ჩამეძინა, მაგრამ ვინ გაცლის. მობილურის ვიბრაციამ გამაღვიძა. მივწყევლე დამწერი და ეკრანს დავხედე:
1 Сообщение от 
...
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1172 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 3.1/15
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.