10:15 AM უდანაშაულო დამნაშავე | |
მე ტკივილით გავიხურე კარი, დაბრუნება იქნებ აღარც ღირდა, დავიხურე თავზე შავი სევდა, თქვენთან მოსვლა ძალზედ გამიჭირდა. მე შემრაცხეს დამნაშავედ, მკვლელად, ხალხმა კი ვერ დაინახა სახე, ფული აქვსო ის გავუშვათ, ერთხმად, ღარიბია, გავუყენოთ შავ დღეს, იმ ღამით კი ზეცა ქუხდა ცხარედ, ჩამოექცა დაიცალა ცრემლად, მეგონა რომ ჩავხედავდი თვალებს, მეგონა რომ აქ სიმართლე წყვეტდა. მაგრამ მივხვდი, მოიწია ჟამმაც, მე დარბაზში დავინახე დედა, ჩემს სიმართლეს ხის ჩაქუჩი ჭამდა, სიცრუე კვლავ ორპირობდა მედგრად, განაჩენი ასეთია ჩუმი, დაისაჯოს, 10 წელი ციხე, მე ვინ მეტყვის რას გრძნობს დედის გული, მისი ცრემლი არის ჩემთვის ციხე. მომავალი ვხედავ უკვე არ ჩანს, დაუჩოქა ალბათ უკვე ეშმაკს, სიბრალული, პატიება არ მაქვს, მკვლელი არ ვარ, თქვენ მაქციეთ მკვლელად არ ვიყავი მე აქამდე ავი, მე სიკეთეს მივყვებოდი გზაგზა, და გააქრეთ სამართალი ჩემი, გელოდებით ჯოჯხეთის კართან. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |