Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აგვისტო » 28 » თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს
7:53 PM
თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს
თუ სახეზე შემომხედავ
დაინახავ უცებ ღიმილს,
ვერ მიხვდები,რომ მე ჩუმად,
ამით ვფარავ გულის ტკივილს,
გავუყვები ღამით ქუჩას
და ავხედავ სავსე მთვარეს,
ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება,
ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს,
მერე ისევ ძველებურად
სალოცავში ვიწყებ ლოცვას,
ცოდვების დასავიწყებლად
ისევ დავცლი ღვინის ბოცას,
დავითვრები,ვერ ავდგები,
კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას,
ნურას მკითხავ,ვერას გეტყვი
და დავიწყებ ისევ ბოდვას,
ვიღაცა თვალს გამაყოლებს,
ვერ გაიგებს ის ჩემს ტკივილს,
გულიანად ჩაიცინებს:
"მთვრალია და მიტომ ტირის"
ვინ რა იცის როგორ ვცხოვრობ,
რად ვიღიმი მუდამ ასე,
არ იციან ჩემი გული
ტკივილით თუ არის სავსე,
მე რომ მუდამ თან ვატარებ
განწყობას და ლამაზ ღიმილს,
ვერ ხვდებიან რომ ღიმილი
მალავს ჩემი გულის ტკივილს!
ვერას ვამბობ,ძველებურად
მივუყვები კუთვნილ ბილიკს,
გაიკვირვებთ ალბათ ყველა,
თუ დავიწყებ უცებ ტირილს,
სევდით სავსე ვზივარ ასე
და შევცქერი ზეცით მთვარეს,
ყველა ჩემი გულის ტკივილს
მე ვუყვები ამ ჩუმ ღამეს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 938 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2011-08-29 - 3:42 PM

dzalian momewona :)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.