ყველა გამარჯვებას ახლავს დამარცხება! მთავარია, სიკვდილის შემდეგ ხელახლა დაბადება შეძლო...
|
ეხლაც მენატრები.. წვიმა თვალებში..
|
- ნათი, ნათი, როგორ ხარ? - კარგად, მარი, შენ როგორ ხარ? - მეც კარგად, რას შვები ემზადები ხვალისთვის? - აბა რა, იცი, როგორ მიხარია?! - მეც ძალიან მიხარია, ნათი, იცი, გუშინ ახალი კაბა ვიყიდე, ხვალ ვიცვამ. შენ რა ქენი? - მე ის ვიყიდე, იმ დღეს რომ მომეწონა. - ჰოო, ხვალ დილით გამოსვლამდე დაგირეკავ და ერთად ავიდეთ სკოლაში...
|
ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს … როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს – შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა.დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისთვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს …
|
ჩემო გოგონა, ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრომეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა. შენ ისე შორს ხარ ჩემგან … მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ.
|
"ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას
ჭორფლივით აყრია შუბლზე,მე მაგისდასთან ვზივარ ძვირფასო და ჩემს
წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან
ჩემი ფიქრების ზღურბლზე..”
კატეგორია:
წერილები♥
|
ნანახია:
1943
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-01-07
|
|
დავბერდი? -
არა
ცხოვრებისაგან
წყალწაღებული მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე. გამარჯვებული,
გალაღებული მიყვარხარ კიდევ!
დავბერდი?
არა! ლექსების ფერებს დაჰკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილ სიყვარულს
რა დააბერებს, სულზე უტკბესო!
ვინ
დააწყნარებს მეტეხის მორევს? ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს? მტკვარში
ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს, გულში - სიყვარულს.
კატეგორია:
წერილები♥
|
ნანახია:
1202
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-27
|
| |