7:45 PM თქვენთვის რა არის სიყვარული ? | |
ვიბადებით თუ არა,მაშინვე ვიგებთ სიყვარულის გემოს,როცა დედიკო შემოგვხედავს სიყვარულით. ქალურ და ვაჟურ სიყვარულს რაც შეეხება, სიყვარული მათ ცხოვრებას ცვლის, რადგან ეს გრძნობა ხშირად ცხოვრების ბოლომდე რჩება, მაგრამ ამავე დროს სიყვარულს ცხოვრების დანგრევაც შეუძლია..... როგორც ფრთებს შეგასხამს და გაფრენინებს სიხარულისაგან,ასევე სასტიკად შეუძლია ეს ფრთები წაგართვას და მტკიცნეულად დაენარცხო ძირს... მაგრამ არ უნდა შეუშინდე ამ დაცემას... სიყვარული ამად ღირს... რომ იფრინო და დაეცე... იფრინო და დაეცე.... �ზოგჯერ ეს ისეთი მტკივნეულია, რომ სიყვარულის მიღება აღარ გვინდა...დიდი დრო გვჭირდება რომ განვკურნოთ ჩვენი ჭრილობები. ამ ტკივილის მერე დიდი დრო გვჭირდება რომ გონზე მოვიდეთ, ვამბობთ რომ აღარ შევიყვარებთ. არა და ეს ასე არ არის...უფრო და უფრო ძლიერად გვიყვარდება მერე ის შემდეგი... ყველა ვლაპარაკობთ ასე... მაგრამ კარგად ვიცით, რომ ესეც გაივლის და ისევ ცაში ავფრინდებით. გაუმარჯოს ორმხრივ სიყვარულს...და არა ისეთს ,გულს რომ გტკენს და ტანჯვად არის მოვლენილი შენს ცხოვრებაში! სიყვარული მაშინ ჰქვია როდესაც ორმხრივია, თორე ცალმხრივი ტანჯვაა და არ შეიძლება სიყვარული ერქვას! სიყვარულმა ბედნიერება უნდა მოგიტანოს,რადგან ამაღლებული გრძნობაა და არა უბედურება! ნამდვილი სიყვარული ყველას კი არ შეუძლია...ზოგჯერ სიყვარული გვგონია,მაგრამ არის გატაცება..შეიძლება ბევრჯერ იყო გატაცებული,მაგრამ მჯერა რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის. შეიძლება სიბერეში უცებ გაგვახსენდეს,და მივხვდეთ,რომ ესა და ეს ადამიანი იყო ჩვენი ნამდვილი სიყვარული! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |