Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას
7:51 PM
თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას

თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას
და სილურჯეში დავიკარგები,
წავალ და ვივლი სიყვარულისკენ
ამ სიყვარულში დავიმალები.
ისევ მარტო ვარ,კვლავ მარტო იცი?
ვით ხეს ფოთლები შემომეცალა,
მაგრამ მე ისევ წმინდანად დავრჩი,
სიწმინდისათვის სხვას ვის ეცალა.
ნაცრისფერ მიწას დარდი მოაწვა
ლურჯი ოცნება დამრჩა მე ცაში,
სხვას ვისაც უნდა მიწაზე დარჩეს,
მე ავფრინდები მაღლა ზეცაში.
თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას
და სილურჯეში დავიკარგები,
წავალ და ვივლი უკვდავებისკენ,
უკვდავებაში დავიმარხები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 888 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.