Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » იანვარი » 27 » ტერენტი გრანელი ლექსები
8:31 PM
ტერენტი გრანელი ლექსები

"ეჭვიანობა ვნებაზე"

დავტოვებ მიწას, ცის კიდურზე ვიპოვი ბინას,

 

წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ,

 

მაგრამ რა ვუყო?! 

 

მე შენს გამო სამყარო მინდა..

 

გაჩუქებ ქვეყნის მთა-ველებს, ბაღებს,

 

ყველა ფრინველის ენას ვისწავლი,

 

ყველა ზღვას მკლავით გავცურავ ნაპირს

 

და მაინც მოვალ, კარს შემოვაღებ...

 

არა აქვს აზრი ასაკს და წონას

 

არც შავს, არც ქერას კაცი არ ინდობს, 

 

მაგრამ თვალების მაგიჟებს ფერი,

 

თითქოს, მუმიად გადავიქეცი,

 

ამ პირამიდან კი დამიმონა,

 

ეს არის თეთრი ლეგენდა შავზე.

 

თითქოს ჟულიან სორელის მსგავსად

 

წითელს მიველტვი ანთებულს თავზე.

 

ორი ისარი მწვანე და მწვანე 

 

გმობენ შენდობას, სხივი აქვთ მწვავე.

 

რომანი წრეში, სახელად რომბი...

 

ჩემი სამარხის ჩონჩხი ავაგე.

 

შენ გადაიცვამ ალქაჯის ფორმას,

 

მე კი ამ ფორმის წინ უნდა დავდგე,

 

დავდგები უხმოდ, არაფერს გეტყვი,

 

მხოლოდ შენს თვალებს დავუწყებ შებმას.

 

მომნატრებია ხმაური სეტყვის,

 

შენ დაიქუხებ, ელვად იქცევი...

 

პარასკევს ღამით მე დავიბადე,

 

პარასკევს ღამე მოვკვდები ახლა.

 

ღრუბლად მედება შეშლილი სახე,

 

მწვანე სიმწვავე საწოლში მმარხავს.

 

ჩვენ, გალეშილი მდედრი და მამრი

 

მივექანებით ვნებათა ძაბრში,

 

ერთხანს მიპირებს დახრჩობას ქამრით,

 

ახლა ეშვები ჩამავლო ყბაში.

 

პარასკევს ღამით აივსო მთვარე,

 

ვნებით ათლილი კბილები ყელში,

 

სისხლის ალერსი საამოდ მწარე,

 

თვალის სინათლე დავკარგე ბნელში 

გარდაცვალება  

ადღაც სდუმს მთები,

სადღაც ნისლია,

ვერ გადურჩები სულის წვალებას,

მე რომ გაფრენა არ შემიძლია,

ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

 

სადღაც სდუმს დილა,

სადღაც ძილია,

გზა გაიარეს სადღაც ქალებმა.

ჩემი სხეული რომ დაღლილია,

ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,

და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.

რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან,

ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას


  

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1131 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.